ექიმებს, შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, როდესაც კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, ეს არაერთ პრობლემას წარმოშობს

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ექიმებს, შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ, იუწყება ტელეკომპანია Imedi  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებაზე დაყრდნობით.

თამარ გაბუნიას განცხადებით, როდესაც კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, ეს არაერთ პრობლემას წარმოშობს, მათ შორის საავადმყოფოში გადაუდებელი ვითარების დროს ექიმის დროულად მისვლის პრობლემას.

აცრა წითელაზე - Sputnik საქართველო
საქართველოში ექიმების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება

„ჯერჯერობით შეზღუდული არ არის ის, თუ ერთ მეანს ან ერთ ანესთეზიოლოგს რამდენ ადგილას შეუძლია იმუშაოს და მივიღეთ როგორი სურათი? - ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს ადგილას. მეანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და ვინც აუცილებლად უნდა იყოს გუნდში, მუშაობს ასევე ორ, სამ, ოთხ ადგილას, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკადრო რესურსის დეფიციტი, ვიდრე სიჭარბე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, დღეს ასევე ექთნების მწვავე დეფიციტია და ისინი არათანაბრად არიან გადანაწილებულები სხვადასხვა მცირე ზომის კლინიკაში.

„ის ადამიანური რესურსი, რომელიც დღეს გადანაწილებულია, ფრაგმენტულად აწვდის სერვისს და ხშირად იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულადაც ვერ მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე, ასეთი რისკები სრულიად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან საქართველოს „ბაიკერი" ექიმები მოემსახურებიან

2019 წლის სექტემბერში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, ორ ან მეტ სამსახურში ერთდროულად მუშაობა შესაძლოა, თუ სამუშაო საათების ჯამური რაოდენობა კანონით დადგენილი საათების რაოდენობას გადააჭარბებს.

ექიმების შეცდომა და ცუდი აღჭურვილობა: 16 წლის მოზარდი რეანიმობილის გაუმართაობის გამო გარდაიცვალა >>

საქართველოს შრომის კოდექსის მეხუთე თავში გაწერილი დანაწესით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს, შვიდდღიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში კი — 48 საათს.

ყველა ახალი ამბავი
0