აფეთქება გურამიშვილზე: როდის დაბრუნდება მოსახლეობა საკუთარ ბინებში

© Sputnik / Alexander Imedashviliკორპუსი გურამიშვილის გამზირზე, სადაც აფეთქება მოხდა
კორპუსი გურამიშვილის გამზირზე, სადაც აფეთქება მოხდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის, დაზარალებული ოჯახების უმეტესობა სასტუმროებში ცხოვრობს. დაზიანებულ კორპუსში სულ 77 ოჯახი ცხოვრობს.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, გურამიშვილის გამზირის N30-ში, სადაც რამდენიმე დღის წინ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მეოთხე სართულზე დალუქულ ბინას დღეს პირველად გახსნიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ძლიერი აფეთქება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ 16-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე 19 ოქტომბერს მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

აფეთქების ადგილის ხილვისას რჩება განცდა, რომ აქ ტერაქტი განხორციელდა - Sputnik საქართველო
თბილისში მომხდარი აფეთქების საშინელი შედეგები – ფოტო

აღნიშნულ ბინაში გაწმენდითი და საექსპერტო სამუშაოები დღეიდან დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვევა, რამდენად მდგრადია კორპუსი.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილის, ირაკლი ანდღულაძის განცხადებით, პირველადი დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ კორპუსს არ აქვს ისეთი დაზიანებები, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს ზემოთ მცხოვრებმა მოსახლეობამ უკვე შეძლოს საკუთარ სახლებში დაბრუნება.

„მთლიანობაში, წინასწარი ვიზუალური დათვალიერებით, მთლიან კორპუსს, მის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში დანარჩენ მოსახლეობას შევუშვებთ კორპუსში. როდიდან შევუშვებთ მოსახლეობას, ამის შესახებ მომავალ კვირას გვეცოდინება“, - განაცხადა ანდღულაძემ.
აფეთქება გურამიშვილის გამზირზე - Sputnik საქართველო
აფეთქება თბილისში: სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გაზგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბინაში სახიფათო გაზდანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული, რის შესახებაც ბინის მფლობელი რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული.

ამ დროისთვის, დაზარალებული ოჯახების უმეტესობა სასტუმროში ცხოვრობს. კორპუსის სრულად აღდგენამდე ქირით ცხოვრება 15-მდე ოჯახს მოუწევს. დაზიანებულ კორპუსში სულ 77 ოჯახი ცხოვრობს.

აფეთქების შედეგად სხეულის დაზიანებები რამდენიმე ადამიანმა მიიღო, მათ შორის ერთ-ერთ მამაკაცს სხეულის 60% აქვს დამწვარი. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

ყველა ახალი ამბავი
0