თბილისში გაიმართება უჩეულო გამოფენა „ფორმა და სივრცე“

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიდამთვალიერებლები მუზეუმში
დამთვალიერებლები მუზეუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელოვნების მოყვარულთათვის რთული სახვითი ხელოვნების - სკულპტურის სამყაროს კარი სამი დღის განმავლობაში იქნება ღია

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გამოფენა სახელწოდებით „ფორმა და სივრცე“, სადაც იქნება წარმოდგენილი როგორც პროფესიონალების, ისე ახალბედა მოქანდაკეების მიერ შექმნილი სკულპტურები, თბილისში 28-30 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში Facebook-გვერდზე.

„ფორმა და სივრცე’’ არის ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც ხელოვნების ერთ-ერთ ურთულეს დარგს -  ქანდაკებას და მის თანამედროვე გააზრებას ეძღვნება“, - განმარტავენ ორგანიზატორები.

ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი - Sputnik საქართველო
თბილისში დიდი გამოფენა „წიგნები საქართველოზე" გაიმართება

ეს ექსპოზიცია არის ერთგვარი ექსკურსი, რომელიც აცნობს დამთვალიერებელს ამ დარგში მიმდინარე სიახლეებს, მის განვითარებას, რა ტენდენციები შეინიშნება, რა ტექნოლოგიით მუშაობენ დღეს მოქანდაკეები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები.

„გამოფენის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ის წარადგენს როგორც ასაკოვან, უკვე აღიარებულსა და გამოცდილ ხელოვანებს, ისე ახალგაზრდა შემოქმედებს, მათ შორის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსაც.  შესაბამისად, ერთ სივრცეში სხვადასხვა დროის, სხვადასხვა მხატვრული ხედვებით შესრულებული კომპოზიციები მოიყრის თავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი ისეთი სახელოვანი მოქანდაკეების ნამუშევრები, როგორიცაა მერაბ სურვილაძე, რუსუდან გაჩეჩილაძე, თენგიზ სეფიაშვილი და სხვ.

გამოფენა გაიმართება  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ლადო გუდიაშვილის, 7).

ყველა ახალი ამბავი
0