თბილისში დიდი გამოფენა „წიგნები საქართველოზე" გაიმართება

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი
ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გამოფენილ წიგნებს საქართველოს შესახებ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრებიც იხილავენ.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში 27 მაისს გაიმართება დიდი გამოფენა „წიგნები საქართველოზე".

ექსპოზიციაზე სტუმრები იხილავენ 750-მდე უცხოურ გამოცემას. ეს წიგნები გამოფენილი იყო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე 2018 წელს, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის რანგში მონაწილეობდა.

ამ კოლექციის 300-ზე მეტი უცხოური გამოცემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოვიდა.

წიგნების საერთაშორისო ფესტივალი Expo Georgia-ში - Sputnik საქართველო
„მუმიტროლების“ გამომცემელი და სხვა ფინელი ლიტერატორები თბილისის წიგნის ფესტივალს ეწვევიან

„30 ენაზე თარგმნილი 250-მდე ქართველი ავტორის შემოქმედება 155 უცხოელმა გამომცემელმა ცენტრთან თანამშრომლობით გამოსცა. მათ შორისაა ქართული ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის თარგმანები (პროზა, პოეზია, დოკუმენტალისტიკა, ილუსტრირებული წიგნები, Art Book-ები, საბავშვო/საყმაწვილო და სახელოვნებო ლიტერატურა), როგორც თანამედროვე, ისე ძველი ქართული ლიტერატურა, ჰაგიოგრაფია, ფოტოწიგნები, გამოცემები ქართულ კულინარიაზე, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინზე, ფოლკლორზე, საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე და სხვა", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კოლექცია ასევე მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დამოუკიდებელი უცხოელი გამომცემლების მიერ ქართული ლიტერატურისა და ზოგადად საქართველოს შესახებ გამოცემულ წიგნებს.

ბიბლიოთეკას ყველა გამოცემა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა გადასცა, რომელიც გერმანიაში ქართულ პროგრამას კურირებდა. ეს ლიტერატურა მოგვიანებით საპარლამენტო ბიბლიოთეკის საარქივო ფონდის კოლექციის ნაწილი გახდება.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის 5, II კორპუსი, დამოუკიდებლობის დარბაზი.

ყველა ახალი ამბავი
0