ქართველი მსახიობი ესპანეთის კინოფესტივალზე საუკეთესო გახდა

© photo: And then we danced / FBლევან გელბახიანი
ლევან გელბახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯილდო „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ ქართველმა მსახიობმა მიიღო ფილმისათვის, რომელიც ერთსქესიან სიყვარულზე მოგვითხრობს

თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი გამარჯვებულია ნომინაციაში „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ნათქვამია კინოფესტივალის Facebook-გვერდზე.

ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმი „ოსკარზე“ გაიგზავნება >>

ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი. ეს ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა.

კადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ“: ქართულმა ფილმმა გეი-სიყვარულზე ოდესის კინოფესტივალის გრან-პრი მიიღო

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. ლევან გელბახიანთან ერთად ფილმში თამაშობენ ანა ჯავახიშვილი და ბაჩი ვალიშვილი.

წელს საქართველო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანა გახდა. ფესტივალის ფარგლებში იყო წარმოდგენილი 20 ქართული ფილმი, მათ შორის, როგორც ქართული კინოს აღიარებული ოსტატების, ისე დამწყები რეჟისორების ფილმები.

ადრე ბოსნია და ჰერცეგოვინაში ლევან გელბახიანს გადაეცა კინოფესტივალის პრიზი „სარაევოს გული“, რომელიც 2019 წლის 16-23 აგვისტოს გაიმართა.

საერთაშორისო ყოველწლიური კინოფესტივალი ვალიადოლიდში 1956 წლიდან იმართება და ესპანელ მაყურებელს მსოფლიო კინოხელოვნების საუკეთესო მიღწევებს აცნობს. 1974 წლიდან გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის მთავარი ჯილდო - „ოქროს თავთავი“, რომელმაც აქამდე არსებული პრიზები „დონ ბოსკო“ და „ლაბარუმი“ შეცვალა.

„ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობსო, მოცეკვავეები დაბლოკა“ – რეჟისორის სკანდალური განცხადება >>

მომდევნო წლებში ფესტივალს შეემატა ნომინაციები: მამაკაცისა და ქალის როლისთვის საუკეთესო შესრულებისთვის, საუკეთსო სცენარისთვის, საუკეთესო სარეჟისორო დებიუტისთვის და ოპერატორის საუკეთესო ნამუშევარი. ცალკეული ნომინაციები გათვალისწინებულია მოკლემეტრაჟანი ფილმებისთვისაც. საკუთარ ჯილდოს ფესტივალის ჟიურიც აწესებს.

ყველა ახალი ამბავი
0