ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმი „ოსკარზე“ გაიგზავნება

© photo: And Then We Danced / FBკადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“
კადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს „ოსკარის“ მისაღებად ორი ქართული ფილმი იქნება წარდგენილი, ერთი ფილმი „შინდისია“, მეორე – „და ჩვენ ვიცეკვეთ“.

თბილისი, 28 აგვისტო- Sputnik. ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებულ ქართულ-შვედურ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ" (Then We Danced) შვედეთი ოსკარზე წარადგენს, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ბაჩი ვალიშვილი და ნინუცა გაბისონია - Sputnik საქართველო
გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის მსახიობები ქორწინდებიან – ხელის თხოვნის ვიდეო

სურათი უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. ფილმის მსოფლიო პრემიერა წელს კანის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. შვედეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა. ის 2019 წლის კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“: ქართულმა ფილმმა გეი-სიყვარულზე ოდესის კინოფესტივალის გრან-პრი მიიღო >>>

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ლევან გელბახიანთან ერთად ფილმში თამაშობენ ანა ჯავახიშვილი და ბაჩი ვალიშვილი.

ივლისში ლევან აკინის ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი" – ოდესის კინოფესტივალის ტრიუმფატორი >>

ოსკარის ქანდაკება - Sputnik საქართველო
დიტო ცინცაძის „შინდისი“ ამერიკული „ოსკარისთვის“ იბრძოლებს

ოდესის კინოფესტივალი პირველად 2010 წელს გაიმართა. პირველი ორი წელი ფორუმი უფრო ორიენტირებული იყო როგორც განსაკუთრებული იუმორის გრძნობის მქონე ფილმების ფესტივალი, 2012 წლიდან ფესტივალი გაფართოვდა და არტ-მეინსტრიმის ფესტივალად იქცა. სხვადასხვა წლებში ოდესის ფესტივალის გამარჯვებული ფილმები იყო რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „ბრმა პაემნები", ელენა ფეტისოვასა და სერჟ ავედიკიანის ფილმი „ფარაჯანოვი", ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0