თბილისის რესტორანში ამერიკელი ტურისტები დაცვამ სცემა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესტორნის თანამშრომლებს ამერიკელი მოგზაურების გაბითურება სურდათ, როდესაც ეს არ გამოუვიდათ, მუშტი-კრივზე გადავიდნენ

თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. თბილისში რესტორან „სულთანის“ დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებმაც გაბერილი ანგარიში გააპროტესტეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

ვაკეში ტაქსის მძღოლმა ტურისტ ქალს სცემა >>

პოლიცია - Sputnik საქართველო
იტალიაში ქართველი ტურისტი სცემეს და გაძარცვეს

ტელეარხის მონაცემებით, ამერიკელებს 3500 ლარის ანგარიში მოუტანეს, რაც არ ემთხვეოდა მათ შეკვეთას, და გადახდა ნაღდი ფულით მოსთხოვეს.

როდესაც ტურისტებმა ეს გააპროტესტეს, დაცვა მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

საქმეზე აძღულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა“, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, 140-დან 240 საათამდე ვადით საზოგადოებრივ შრომას ან 2 წლამდე პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0