თბილისი, 16 მაისი — Sputnik. იტალიის ქალაქ პალერმოში უცნობმა პირებმა ქართველი ტურისტი სცემეს და გაძარცვეს, იუწყება იტალიური მასმედია.
ინციდენტი კალსას რაიონში 14 მაისს, ღამით მოხდა.
6 მაისი 2019, 14:45
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ტურისტი იტალიელ ადვოკატთან ერთად საკუთარ ავტომობილთან იდგა, რა დროსაც მათ ხუთი ადამიანი დაესხათ თავს. ქართველ ტურისტსა და ადვოკატს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს – წაღებულია მობილური ტელეფონები და რამდენიმე ასეული ევრო.
დაზარალებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
