თბილისში კამერული მუსიკის ფესტივალი ნოემბერში გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerკონსერვატორიის მცირე დარბაზი
კონსერვატორიის მცირე დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე გაჟღერდება ბრამსის, ბეთჰოვენის, დვორჟაკის, სენ–სანსისა და მენდელსონის ცნობილი უკვდავი შედევრები

თბილისი, 25 ოქტომბერი  — Sputnik.  თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1–დან 9 ნოემბრის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კამერული მუსიკის ფესტივალი საქართველოში 2006 წლიდან იმართება. მასში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა თაობის ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები. 

რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისი ბაროკოს მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

წელს ფესტივალი გაიხსნება კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები – კლარნეტისტი ლევან ცხადაძე და მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე, ასევე  თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ავსტრიელი კომპოზიტორების იოზეფ ჰაიდნისა და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ნაწარმოებები გაჟღერდება.

3 ნოემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში კი მსმენელის წინაშე წარდგება სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, რომელშიც შედიან მევიოლინეები გიორგი ხაინდრავა და ნიკა ბარათელი, ალტისტი ნოდარ ჟვანია და ასევე ვიოლონჩელისტი ოთარ ჩუბინიშვილი. ამავე დღეს სცენაზე გამოვლენ ასევე ლევან ცხადაძე, პიანისტი სალომე მოდებაძე და ალტისტი ირინა ხოშტარია–ჯაიანი. პროგრამაშია ბრამსის, მოცარტისა და ფრანკის ნაწარმოებები. 

ფესტივალის მესამე დღეს, 5 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბეთჰოვენის, დვორჟკისა და სენ–სანსის ნაწარმოებებს შეასრულებენ მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე და პიანისტი მამიკონ ნახაპეტოვი. 

სანდრო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ვირტუოზი პიანისტი სანდრო ნებიერიძე თბილისში სადებიუტო ალბომს წარმოადგენს

7 ნოემბერს მცირე დარბაზში ახალგაზრდა ვირტუოზი სანდრო ნებიერიძე და გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი გამართავს კონცერტს. ისინი შოსტაკოვიჩისა და თავად სანდრო ნებიერიძის ნაწარმოებებს შეასრულებენ. კონცერტის მეორე ნაწილში მსმენელი მოუსმენს პიანისტ დავით ხრიკულს, ვიოლონჩელისტ ოთარ ჩუბინიშვილსა და მევიოლინე მანანა ქანთარიას – პროგრამაშია მენდელსონის მუსიკალური ნაწარმოებები.

8 ნოემბერს ფესტივალის სტუმრების წინაშე წარდგებიან „ნიჭიერი ათწლედის“ მოსწავლეები.

ფესტივალის დასკვნით დღეს, 9 ნოემბერს კი კონსერვატორიის დიდ დარბაზში ვოკალური კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს იანო ალიბეგაშვილი, პიანისტი ნინო პავლენიშვილი და ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“.

ყველა ახალი ამბავი
0