ზურაბიშვილმა იაპონიის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია

© photo : press-service of the President of Georgia ​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინძო აბე
​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინძო აბე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა დაასრულა ვიზიტი იაპონიაში - ბოლოს ის ქვეყნის პრემიერს შეხვდა

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს შეხვდა და ის საქართველოში მოიწვია, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონია – საუკეთესო ფოტოები >>

ზურაბიშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს 21 ოქტომბრიდან მართავს. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი დაესწრო იაპონიის ახალი იმპერატორის ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას.

საქართველოს პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტივიზაციის საკითხები განიხილეს.

„შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას, აღინიშნა, რომ საჭიროა დროულად მოხდეს მისი გაფორმება, რამაც უნდა გაზარდოს იაპონური კომპანიების ქართული ბაზრით დაინტერესება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა კულტურის და სპორტის მიმართულებით, კერძოდ კი, 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოები.

სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი იაპონელებს საქართველოს პოტენციალს აცნობს

ამით საქართველოს პრეზიდენტმა დაასრულა ვიზიტი იაპონიაში, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა.

„იაპონიაში მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს და ჩემი ვიზიტის მიზანი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებთან მაქსიმალური კონტაქტების დამყარება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების ხელშეწყობა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონია ღირსშესანიშნავი მოვლენაა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ცერემონიაში მონაწილეობით საქართველოს გამოეხატა საკუთარი პატივისცემა ამ უძველესი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარტნიორობის განვითარებისათვის.

ზურაბიშვილმა იაპონელებს ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა >>

ზურაბიშვილის ვიზიტი იაპონიაში საკმაოდ დატვირთული იყო. ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონიის გარდა, ასევე გამართა შეხვედრები, მათ შორის იაპონიის პარლამენტში იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტ აკიკო სანტოსთან, ტოკიოს მერ იურიკო კოიეკესთან, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფისა და ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებთან და კომპანია Japan Arts-ის პრეზიდენტ ჯუნიჩი ნიჰეიმთან.

გარდა ამისა, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილმა გამართა მოლაპარაკებები ავსტრიელ და სომეხ კოლეგებთან ვან დერ ბელენთან და არმენ სარქისიანთან, ასევე შეხვდა ტოკიოში მცხოვრებ ქართველებს.

ყველა ახალი ამბავი
0