კახი კალაძე – „ქართული ოცნების“ კონკურენტი თუ მაშველი რგოლი?

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია თბილისის მერის პოლიტიკურ მომავალზე ვერსიებს განიხილავს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე ზუსტად იმ დოზითაა წარმოდგენილი რეგიონებში პარტიულ შეხვედრებზე, რა დოზითაცაა საჭირო. ის თბილისის მერია და, ბუნებრივია, თბილისის პრობლემატიკითაა დაკავებული. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ოფიციალურად მას შემდეგ განაცხადა, რაც მასმედიაში არაერთხელ ითქვა და დაიწერა, რომ კახი კალაძესა და გიორგი გახარიას შორის ურთიერთობა კონკურენციას უფრო წააგავს და, 2016 წლისგან განსხვავებით, 2020 წელს თბილისის მერს პარლამენტში საკუთარი კვოტა აღარ ექნება.

არადა, კახი კალაძე „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე რეიტინგული ფიგურაა და ძნელი დასაჯერებელია, რომ 2021 წლის შემდეგ, როცა მისი მერობის ვადა ამოიწურება, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეობას დათანხმდეს, როგორც დავით ნარმანია. მას უფრო სერიოზული პოლიტიკური და ფინანსური ამბიციები აქვს და რეალური ინვესტიციებიც სამშენებლო ბიზნესში.

ტელევიზიების ოპერატორები - Sputnik საქართველო
ერთის ნაცვლად სამი კრიტიკული ტელევიზია ანუ ახალი შანსი ქართველ ჟურნალისტთა კოჰორტისათვის

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა რეგიონებში შეხვედრები დაიწყო, მის გვერდით ახალი პოლიტიკური ფიგურები გამოჩნდნენ – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ასევე გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე და თედო ისაკაძე.

ძნელი სათქმელია, რომ რომელიმე მათგანი რეიტინგის თვალსაზრისით რაიმეს შემატებს „ოცნებას“, მაგრამ ნათლად იკვეთება, რომ მომავალ არჩევნებში სწორედ მათი და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირების მეშვეობით აპირებს მმართველი პარტია ფონს გასვლას.

პარალელურად მიმდინარეობს ახალი სახეების შერჩევა–გაპიარების პროცესი. ამ საქმით პარტიაში გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი ყოფილა დაკავებული. საუბარია იმაზეც, რომ მიმინოშვილს, თავის მხრივ, მომავალ პარლამენტში განათლების კომიტეტი ჩააბარონ.

რაც შეეხება თბილისის მერის რეიტინგს და ურთიერთობებს სხვა ლიდერებთან, კახი კალაძემ ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში უამრავ ინტრიგას და ჭორს თვითკონტროლის წყალობით გაუძლო. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდეს და მისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში მოინდომოს.

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
კობახიძის საარჩევნო არითმეტიკა, ანუ როგორ გეგმავს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენას

ერთ-ერთი ვერსიით, თუ კალაძე დაპირისპირებას გაითამაშებს, მას აქვს რესურსი, რომ „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ძველი აქტივი შემოიკრიბოს და პარლამენტში „ოცნებას“ კოალიციის შექმნა გაუადვილოს, თუმცა ამისათვის დაკავებული პოსტიდან მოუწევს გადადგომა.

სახელისუფლებო წრეებში ეს ვერსია აქტიურად განიხილება და ნიადაგის მოსინჯვაც ხდება – როგორ მიიღებს ამ ვერსიას საზოგადოება. მანამდე კი თბილისის მერს საკმაოდ რთულ სამეურნეო საქმეებთან უწევს გამკლავება. გადათხრილი გზები, გაძვირებული ტაქსები და დაუსრულებელი პარკები კარგ პერსპექტივას არ უქადის მის მაღალ რეიტინგს.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მმართველი პარტიის ბოსები, ხოლო სად და როგორ ხედავს საკუთარ მომავალ პოლიტიკურ კარიერას კახი კალაძე, ძალიან მალე გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0