თბილისში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები ჩამოვლენ

© Facebook / Neka Sebiskveradzeბლექ სი არენაზე ჯანსუღ კახიძის სიმღერების კონცერტი გაიმართება
ბლექ სი არენაზე ჯანსუღ კახიძის სიმღერების კონცერტი გაიმართება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონცერტები, წარმოდგენები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში "თბილისის ბაროკო ფესტივალის" ფარგლებში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები ჩამოვლენ, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რიგით მეხუთე „თბილისის ბაროკო ფესტივალი" 2019 წლის 13 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა" გამართავს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონცერტები, წარმოდგენები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ტრადიციულად, ფესტივალს სტუმრობენ მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები: დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ბალაჟ მატე (ჩელო, უნგრეთი), ჟოზეპ მარია მარტი დურანი (თეორბო, ესპანეთი), დანიელ გარაი მორაგუესი (დასარტყამი საკრავები, ესპანეთი), ანსამბლი Fuoco E Cenere (საფრანგეთი), გ. ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი და სხვ.

რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისი ბაროკოს მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხელოვნების სასახლეში, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ გალერეაში. შეხვედრებს მარიამ ალექსიძე, გია ბუღაძე, გიორგი კეკელიძე, გიორგი კალანდია და თამარ ჩხეიძე გამართავენ.

„ფესტივალს 5 წელი უსრულდება და გვსურს, რომ ის გამორჩეული იყოს. შესაბამისად, წელს კიდევ არაერთ სიახლეს ვპირდებით ჩვენს მსმენელებს. ამ მხრივ აღსანიშნავია პროექტი "ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია", რომელმაც გაიმარჯვა და "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერა დაიმსახურა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება "თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში", – აღნიშნულია განცხადებაში.

ბაროკოს მუსიკა რენესანსის ეპოქის ბოლოს (XIV–XVI საუკუნეები) გაჩნდა და კლასიციზმის ეპოქის წინამორბედი იყო. ბაროკოს ცნობილი წარმომადგენლები არიან ვივალდი, ბახი, ჰენდელი. ბაროკოს მუსიკა ევროპული კლასიკური მუსიკის სტილს 1600-1750 წლების პერიოდში წარმოადგენდა.

ყველა ახალი ამბავი
0