ქართველმა რეჟისორმა დოკუმენტური ფილმისთვის ევროგრანტი მიიღო

გამოწერა
ერთობლივი კინოწარმოების მხარდამჭერმა ევროპულმა ფონდმა უკვე 15 ქართულ ფილმს დაუჭირა მხარი.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის პროექტმა ევროპული ფონდი „ევრიმაჟის" 156-ე სესიაზე დაფინანსება მიიღო, ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.

„ევრიმაჟი" (Eurimages) — კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნამუშევრების ერთობლივი კინოწარმოებისა და გაქირავების მხარდაჭერის ევროპული ფონდია, რომელიც ევროპის საბჭოსთან 1988 წელს შეიქმნა. „ევრიმაჟი" ახორციელებს კოპროდუქციის შექმნის, კინოთეატრალური ჩვენებების მოწყობის მხარდაჭერას, ფილმების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე ხარჯების ნაწილობრივ კომპენსაციას და ფილმების დისტრიბუციას.

Старая кинокамера и кинопленка - Sputnik საქართველო
გრან-პრი! ქართული ფილმი „შინდისი“ ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებულია

ამჯერად განსაკუთრებული სესია გაიმართა, რადგან „ევრიმაჟი" 30 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგში ჩავიდნენ კინოფონდის ხელმძღვანელები, „ევრიმაჟის" წევრები, ევროპის საბჭოს ქვეყნების ელჩები, რეჟისორები და პროდიუსერები. მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე და „ევრიმაჟში" საქართველოს წარმომადგენელი ნინო კირთაძეც.

სალომე ჯაშის დოკუმენტური კინოს პროექტი მაყურებელს ნინო კირთაძემ წარუდგინა. საბოლოოდ პროექტმა საუკეთესო შეფასება – ათიდან ათი ქულა და 50 ათასი ევროს დაფინანსება მიიღო.

საქართველო „ევრიმაჟის" წევრი 2011 წელს გახდა. ამ წლების განმავლობაში კინოფონდმა 15 ქართულ ფილმსა და კოპროდუქციას დაუჭირა მხარი. სრულმეტრაჟიანი ფილმების დასაფინანსებლად გაიცა 3 მლნ ევრო.

საქართველოს „ევრიმაჟში" ნინო კირთაძე წარადგენს>>

სალომე ჯაში 1981 წელს საქართველოში დაიბადა. ამჟამად ცხოვრობს ბერლინში. მისი ცნობილი ნამუშევრებია „დაისის მიზიდულობა", „ბახმარო" და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0