„მოლოდინები ადეკვატური უნდა იყოს" – პრემიერი ბიზნესმენებს მიმართავს

© photo: Government of Georgia / FB გიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე და მოსახლეობის დასაქმებაზე ისაუბრა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყნის ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებს მთავრობისგან მხარდაჭერას დაჰპირდა და მათ სოციალური პასუხისმგებლობა შეახსენა.

„ჩვენ კრიტიკის არ გვეშინია" – პრემიერი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა>>

გახარიამ პრემიერის თანამდებობის დაკავების შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო. მან მოლაპარაკებები გამართა სამშენებლო, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე მევენახეებთან და მეღვინეებთან. შეხვედრების მიზანი ამ სფეროებში პრობლემების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღებაა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ამავდროულად ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ამის გათვალისწინებით ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია... გამოწვევა ბევრია, გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან", – განაცხადა გახარიამ.

მას შემდეგ, რაც საქართველოში მეტი ძლიერი კომპანია გამოჩნდება, მთავრობა შეძლებს კანონზომიერად და ნელ-ნელა შეახსენოს მათ იმის შესახებ, თუ რა არის სოციალური პასუხისმგებლობა, აღნიშნა პრემიერმა.

© photo: Government of Georgia / FB პრემიერი გიორგი გახარია ბიზნესმენებს შეხვდა
„მოლოდინები ადეკვატური უნდა იყოს – პრემიერი ბიზნესმენებს მიმართავს - Sputnik საქართველო
პრემიერი გიორგი გახარია ბიზნესმენებს შეხვდა

„ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან, სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან, იქნება გადაწყვეტილი. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს", – განაცხადა გახარიამ.

რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
გახარია: წლევანდელი რთველი მარტივი არ ყოფილა

საუბარია, მათ შორის, დაგეგმილ საკანონმდებლო და სისტემურ ცვლილებებზე.

„ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს „არას" თქმა, ეს „არა" უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე ბევრი დრო. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში „არაც" პასუხია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში „არას" ყველაზე დიდხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი და კომპანია. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, აფასებთ დროს. ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს", – განაცხადა გახარიამ.

დღეისთვის საქართველოში უმუშევრობის დონე 12,7%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0