„ჩვენ კრიტიკის არ გვეშინია" – პრემიერი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

გამოწერა
გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრები დაიწყო.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის კარი ღიაა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე. 

გიორგი ჩოგოვაძე - Sputnik საქართველო
ჩოგოვაძე: საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეიძლება ექვს თვეში განახლდეს

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერება ქვეყანაში ტურისტების რაოდენობაზე აისახა. შავი ზღვისპირეთის სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების მფლობელები დახმარებას ითხოვენ, რამდენადაც ტურისტების მზარდ რაოდენობაზე მოლოდინი არ გამართლდა.

„მინდა დღეს მაქსიმალურად ღიად, შეზღუდვების გარეშე ვისაუბროთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და კრიტიკის არასდროს გვეშინოდა და არც დღეს გვეშინია. მინდა იცოდეთ, რომ ამ მთავრობის კარი, ასევე ტელეფონები – თქვენთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება, რათა ჩვენ ერთად და სწრაფად შევძლოთ პრობლემების გადაჭრა“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა მაქსიმალურად ღია საუბრისკენ. მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკაში სასწრაფოდ მოხდეს დამატებითი ენერგიის მობილიზება. 

ჟინვალჰესი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი: საქართველომ აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლების 10% დაკარგა

„მე მესმის ჩვენი ფუნქცია: პირველი – ესაა თქვენთვის დახმარება და ტურისტული ბაზრის დივერსიფიცირება, მეორე – ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და მესამე – იდეალური საინვესტიციო გარემოს შექმნა. ეს არის ამოცანა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ“, – აღნიშნა გახარიამ.

მისი სიტყვებით, საერთო მუშაობის შედეგი უნდა გახდეს მეტი ტურისტი, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი შემოსავალი და ქვეყნის ცნობადობის ამაღლება. ამის მისაღწევად 2020 წელს ტურიზმის სფეროსთვის 115 მლნ ლარი გამოიყო.

ბიზნესმენებთან შეხვედრა გახარიამ სწორედ ტურისტული სექტორიდან დაიწყო.

ტურიზმის სფერო დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეაჩერეს.

ივლისში რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 6,4%-ით შემცირდა, აგვისტოში – 20,6%-ით, ხოლო სექტემბერში – 30%-ით. მანამდე რუს ტურისტებს საქართველოში მოგზაურთა რაოდენობით ლიდერის პოზიცია ეკავათ.

ყველა ახალი ამბავი
0