ეროვნული ბანკი: საქართველომ აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლების 10% დაკარგა

გამოწერა
საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების კლება ზედიზედ მეორე თვეა ფიქსირდება.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავალმა 396,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 10,6%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

ანგარიშის თანახმად, 2018 წლის აგვისტოში საქართველოში ტურიზმიდან შემოსავალმა 442,9 მლნ დოლარი შეადგინა და მაჩვენებელმა 12,4%-ით გადააჭარბა 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო
შიდა ტურიზმი საქართველოში: სად და რა მიზნით მოგზაურობენ ქართველები

ამავე დროს მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს 1,3 მლნ ვიზიტორი სტუმრობდა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1,2 მლნ იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან ქვეყნის შემოსავალმა 2,2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 4,1%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. რვა თვის განმავლობაში საქართველო 6,216 მლნ ადამიანმა მოინახულა.

ამ სფეროში შემოსავლების კლება ზედიზედ მეორე თვეა ფიქსირდება – 2019 წლის ივლისში კლებამ 13,3%, ანუ 57,8 მლნ დოლარი შეადგინა.

თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან აკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0