საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

© courtesy of Salome Zourabichviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბიშვილს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს სხვადასხვა შეხვედრები.

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს >>

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

„საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში შეხვდება იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს, უსაფრთხოების ცენტრში კიბერუსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლებს, იაპონიის პარლამენტში იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტს, აკიკო სანტოს, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს და ტოკიოს მერს იურიკო კოიეკეს”, - ნათქვამია განცხადებაში.
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს: ბახტაძე კავშირების გაძლიერებას აპირებს

პზურაბიშვილის ვიზიტი იაპონიაში საკმაოდ დატვირთული კულტურული პროგრამით გამოირჩევა. საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, იაპონიის ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს, ასევე კულტურის სასახლის პრეზიდენტსა და მედიაჰოლდინგ „ფუჯის“ აღმასრულებელ დირექტორს, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტს შეხვდება

ასევე, პრეზიდენტი ტოკიოში რამდენიმე მუზეუმს დაათვალიერებს, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების მუზეუმს, ციფრულ მუზეუმსა და მირაიკანის მუზეუმს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართულ დიასპორასა და ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) შეხვდება.

იაპონია საქართველოს გზის მშენებლობისთვის 340 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს >>

სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტს 25 ოქტომბერს დაასრულებს.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქართულ-იაპონური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ და აგრარულ სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0