იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიტარო კონო
ტარო კონო - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მრავალჯერადი ვიზების შემოღება იგეგმება.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს, განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 4 სექტემბერს ეწვია. იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მანძილზე ეს ამომავალი მზის ქვეყნიდან პირველი მაღალი რანგის ვიზიტია.

იაპონიის საგარეო უწყების პირველ პირს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო - Sputnik საქართველო
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

ტარო კონოს შეფასებით, გამარტივებული სავიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მრავალჯერადი ვიზების შემოღება იგეგმება.

ამჟამად საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება იაპონიაში, ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ.). ვიზა გაიცემა თბილისში იაპონიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საქართველოს საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის ფარგლებში იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, იაპონიის მთავრობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით საქართველოს გამოუყოფს 38,735 მლრდ იაპონური იენის ოდენობის დაფინანსებას (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) ავტომაგისტრალის შორაპანი–არგვეთის მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობისთვის.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის სფეროების, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0