აზერბაიჯანში არასრულწლოვანთათვის ენერგეტიკული სასმელის მიყიდვა აიკრძალა

© photo: Sputnik / Alexey Malgavkoენერგეტიკები მაღაზიის დახლზე
ენერგეტიკები მაღაზიის დახლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აგრეთვე სკოლებისა და საბავშვო ბაღების სიახლოვეს აიკრძალება

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. 2020 წლის 1 იანვრიდან აზერბაიჯანში არასრულწლოვანთათვის ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აიკრძალება, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ სასურსათო უსაფრთხოების სააგენტოზე დაყრდნობით.

სახელმწიფო სააგენტომ შეიმუშავა „ენერგეტიკულ სასმელთან დაკავშირებული დროებითი სანიტარული ნორმები და წესები“, რომლებიც წარმოადგენს ენერგეტიკული სასმელების წარმოების, იმპორტის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესების ერთობლიობას.

პროდუქტები თაროებზე - Sputnik საქართველო
დამტკიცებულია: პროდუქტები, რომლებიც კიბოს იწვევს

დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლიდან, არასრულწლოვანთათვის ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აიკრძალება. ასევე შეუძლებელი იქნება ენერგეტიკების გაყიდვა სკოლებისა და საბავშვო ბაღების სიახლოვეს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი უკვე წარდგენილია იუსტიციის სამინისტროში, ასევე რეგისტრირებულია იურიდიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.

ამასთან, სააგენტოს წარმომადგენლები აზერბაიჯანში ენერგეტიკული სასმელების იმპორტსა და წარმოებაში ჩართულ მეწარმეებთან ხვდებიან, რათა მათ ახალი წესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

ყველა ახალი ამბავი
0