თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა გიბრალტარს „ევრო-2020“-ის შესარჩევი ტურნირის მატჩში დიდი ძალისხმევის შედეგად მოუგო – 3:2.
პირველი ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კარის შეტევებით დაიწყეს და უკვე 21-ე წუთზე ანგარიში 2:0 იყო ხარაიშვილისა და კანკავას გოლების წყალობით. ასეთი შედეგი შესვენებამდე შენარჩუნდა.
თუმცა, მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა – ლორიას კარი ჯერ კასიარომ, ხოლო შემდეგ ჩიპოლინამ აიღეს. საქართველოს ნაკრები ქვილითაიამ იხსნა 84-ე წუთზე და ამით ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში რვა ქულა მოაგროვა და ის მეოთხე ადგილს იკავებს.
ამავე ჯგუფში პარალელურად შვეიცარიამ ირლანდიას უმასპინძლა და 2:0 მოუგო.
შესარჩევ ციკლში ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სტუმრად შვეიცარიის წინააღმდეგ 15 ნოემბერს გამართავს.