თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, გლდანში ორი ადამიანი დაჭრეს, იუწყება პირველი არხი.
შემთხვევა დღეს ერთ-ერთ ავტოფარეხში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს დაზიანებები ჩაქუჩითა და დანით აქვთ მიყენებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი უკვე გაწერეს კლინიკიდან.
ფაქტთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.