თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliჭავჭავაძის გამზირი
ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რემონტი მთლიანად წლის ბოლომდე დასრულდება.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების გამო თბილისის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, 17 ოქტომბრის 24:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე, ხოლო კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება.

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა - Sputnik საქართველო
ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

მერიის ცნობით, როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება. გარდა ამისა, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება.

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე დედაქალაქის მერიამ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყო. სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად თბილისის ხელისუფლებამ გამზირის ეტაპობრივად გადაკეტვა გადაწყვიტა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო გზის მონაკვეთი თსუ-ის პირველი კორპუსიდან „პიქსელის" შენობამდე, სწორედ ეს გზა გადაიკეტა პირველ ეტაპზე.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ჭავჭავაძის გამზირის რემონტი მთლიანად წლის ბოლომდე დასრულდება.

მერიამ პროექტს ეპოქალური უწოდა, რადგან ასეთი საფუძვლიანი რემონტი აქ რამდენიმე ათწლეულია არ ჩატარებულა.

პროექტის მეორე ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, მაგრამ, როგორც უფრო ადრე ქალაქის მერმა განაცხადა, ეს სამუშაოები მძღოლებს მოძრაობაში ხელს არ შეუშლის.

რემონტის შემდეგ ავტობუსები გამზირის ცენტრში იმოძრავებენ. ინფრასტრუქტურაც შესაბამისად მოეწყობა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფრანგულმა კომპანია Sistra-მ, რომელმაც საგზაო ინფრასტრუქტურის შესწავლის ტენდერში გაიმარჯვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0