ბათიაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო მოიგო - ვის მოუწევს ძველი ვალების გადახდა

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის  სასარგებლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის ხელისუფლებას 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა უფროსმა (1992-1993) ირაკლი ბათიაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) საქმე მოიგო - მას სახელმწიფოსგან 3,6 ათას ევრო ერგება, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

საუბარია 2006 წლის მოვლენებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა, მაგრამ მორალური ზარალის ანაზღაურება ამჟამინდელ ხელისუფლებას მოუწევს.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
ტერორისტი თუ მსხვერპლი? – სტრასბურგში მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათიაშვილის მიმართ სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა (ევროპული კონვენციის მე-6  მუხლის მე-2 პუნქტი), რომელიც ასე ჟღერს: „ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად“.

ბათიაშვილს ბრალი ედებოდა კოდორის ხეობის იმდროინდელი გუბერნატორის, ემზარ კვიციანის ინტელექტუალური მხარდაჭერა, რომელმაც ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში ორი საქმე წააგო >>

ბათიაშვილის დაპატიმრებისთანავე შსს-მ მისი ბრალეულობის მტკიცებულების სახით ტელეარხ „რუსთავი2“-ს სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსის და კვიციანის საუბრის ჩანაწერი გადასცა. 2007 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათიაშვილი დამნაშავედ ცნო და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო 2008 წლის იანვარში ის შეიწყალეს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ეს სატელეფონო საუბარი იყო იმის შესახებ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები კვიციანს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ დახმარებას სთავაზობდნენ. ჩანაწერში, რომელიც ტელეარხის ეთერით გავიდა, ამოჭრილი იყო ის მონაკვეთი, სადაც კვიციანი ამბობს, რომ უარი თქვა ამ დახმარებაზე.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს ოთხი ათასი ევრო გადაუხადა

ბათიაშვილის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„სამწუხაროა, რომ ამდენი ხანი – 12 წელი დასჭირდა გადაწყვეტილების გამოტანას, მაგრამ ძალიან სასიხარულო დღე დადგა. ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიზანმიმართულად გააყალბეს მტკიცებულებები და დაარღვიეს ირაკლი ბათიაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია“, - განაცხადა ბარათაშვილმა პირველი არხის ეთერში.

2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ დაამყარა საპოლიციო კონტროლი კოდორის ხეობაში, სადაც უკანონო შეიარაღებული ფორმირება „მონადირე“ მოქმედებდა. ხეობას დაერქვა ზემო აფხაზეთი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ ამ ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა და იმ დროიდან მას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მართავს.

კვიციანი კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების ხელახლა გამოძიებას მოითხოვს >>

პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემდეგ დააკავეს კვიციანის ბევრი მხარდამჭერი, მან კი ქვეყნის დატოვება მოასწრო. კვიციანი საქართველოში 2014 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0