თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თელავში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 21 წლის დ.მ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ჩოლოყაშვილისა და დავით რექტორის ქუჩის კვეთაზე მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ღამით, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ორ პირს, 1997 წელს დაბადებულ გ.ა.-ს და 1988 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაიყვანა.
მარჯანიშვილზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია არასრულწლოვანი >>
მედიკოსების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს დაზიანებები მუცლისა და ყელის არეში აქვთ მიყენებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თელავში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.