თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მარჯანიშვილის ქუჩაზე 9 ოქტომბერს, საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობის მცდელობა“) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.