თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება პირველი არხი.
შემთხვევა მარჯანიშვილის ქუჩაზე დღეს საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.