ტურისტულ სეზონზე ზღვაზე თითქმის 300 ადამიანი გადაარჩინეს

© photo : courtesy of Georgia Emergency Management Agencyმაშველი გოგონა
მაშველი გოგონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს საქართველოს პლაჟებზე დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვაში მაშველი გოგონები და დრონები ჩაერთო

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. ქართველმა მაშველებმა 2019 წლის სეზონზე 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს - მათ შორის იყო 69 არასრულწლოვანი და 67 უცხოელი, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე 78 დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს.

მაშველი - Sputnik საქართველო
მაშველებმა საზღვაო სეზონზე 316 ადამიანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წელს, წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის სეზონური მაშველი მუშაობდა.

წელს პირველად დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე პასუხს აგებდნენ მაშველი გოგონებიც, რომლებიც ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან.

გარდა ამისა, სანაპირო ზოლზე მოეწყო ახალი სამაშველო საგუშაგოები, განახლდა კოშკურები, გაუმჯობესდა სამაშველო ტექნიკა, გაზრდილია აღჭურვილობის რაოდენობა.

მაშველი ქალი - Sputnik საქართველო
როგორც მალიბუში: საქართველოში მაშველი გოგონები გამოჩნდებიან

აღსანიშნავია, რომ წელს სამაშველო ოპერაციებში დრონი ჩაერთო. დრონის ეფექტურობა თვალსაჩინო მაშინ გახდა, როდესაც მისი დახმარებით შტორმის დროს მაშველებმა რამდენიმე ადამიანი გადაარჩინეს.

საზღვაო სეზონის შეჯამება ბათუმში პარასკევს გაიმართა. ღონისძიებაზე წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელი საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ მაშველს გადაეცა.

გასულ წელს საქართველოში წყალში 51 ადამიანი დაიხრჩო. ამასთან ზაფხულის პერიოდში მაშველებმა დახრჩობას 316 ადამიანი გადაარჩინეს. მათგან 240 ადამიანი იხრჩობოდა ზღვაში, 49 - ტბაში, 24 - მდინარეში.

ყველა ახალი ამბავი
0