როგორც მალიბუში: საქართველოში მაშველი გოგონები გამოჩნდებიან

CC0 / Pixabay / მაშველი ქალი
მაშველი ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე ამ ზაფხულში დამსვენებლებს დახრჩობისგან ცხრა მაშველი გოგონა იხსნის

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. დამსვენებლების უსაფრთხოებას წელს პირველად საქართველოს სანაპიროებზე მაშველი გოგონები უზრუნველყოფენ, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.

ამ ზაფხულს მაშველად მუშაობის სურვილი ცრა გოგონამ გამოთქვა. ისინი ამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ. სანამ მუშაობას დაიწყებენ, ისინი შესაბამის გადამზადებას გაივლიან.

აჭარა გაზაფხულზე - Sputnik საქართველო
დაუვიწყარი დასვენება ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის - რა ელით აჭარაში ტურისტებს

საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ბათუმის საზღვაო აკადემიასთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მაშველად მუშაობის მსურველი სტუდენტები სპეციალურ მომზადებას გაივლიან. ამ პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენის შემდეგ ისინი მთელი სეზონის განმავლობაში დასაქმდებიან.

ბათუმში საზღვაო განათლება 70 წელზე მეტს ითვლის. სასწავლებელმა უკვე მოამზადა დაახლოებით 5 ათასი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი საზღვაო სფეროში მუშაობისთვის. ბათუმის საზღვაო აკადემიაში შესაძლებელია ფართო განათლების მიღება საზღვაო ინდუსტრიის სფეროში. სტუდენტები გადიან სრულფასოვან პრაქტიკას ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტებში.

ყველა ახალი ამბავი
0