აქცია აეროპორტის დასახლებაში: ვეტერანი მფრინავები აეროპორტის აქციების დაბრუნებას ითხოვენ

© Sputnik / STRINGERთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები 2003 წელს აეროპორტის აქციების ინვესტორისთვის გადაცემას აპროტესტებენ

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. ყოფილმა ავიატორებმა და თბილისის აეროპორტის ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს, იუწყება პირველი არხი.

აქციის მონაწილეები 2003 წელს აეროპორტის აქციების ინვესტორისთვის გადაცემას აპროტესტებენ. 

ყოფილი ავიატორების განცხადებით, 2003 წლამდე აეროპორტის აქციებს თანამშრომლები ფლობდნენ, თუმცა მათ უკანონოდ ჩამოართვეს და ტენდერის საშუალებით ინვესტორს გადასცეს.

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო
მთავრობა მზადაა ორი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის აქციები გაყიდოს

აქციის მონაწილეების განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროში დაპირდნენ, რომ აქციებს დაუბრუნებდნენ, თუმცა წლების განმავლობაში დანაპირები არ შესრულებულა.

აქციას პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობის" თავმჯდომარე შეუერთდნენ.

„ათი წელი, ამ ადამიანებს პრაქტიკულად ყოველდღე რაღაცას ჰპირდებოდნენ, მერე მივედით იქამდე, რომ მათ გადაცემული ქონება უკან ჩამოართვეს, დაპირდნენ, რომ ხელახლა მიყიდდნენ ამ  ქონებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავრობამ ქონება ინვესტორს მიჰყიდა და ამ ადამიანებს არც კომპენსაცია გადაუხადეს და არც არაფერი“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

აქციის მონაწილეები სამართლებრივი გზებით ბრძოლას აპირებენ და სარჩელს ამზადებენ.

ყველა ახალი ამბავი
0