მთავრობა მზადაა ორი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის აქციები გაყიდოს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში
გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა შეეცდება მაქსიმალურად აითვისოს პრივატიზაციის კუთხით არსებული პოტენციალი.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა გაყიდოს ორის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის — „ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 25%, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

„ჩვენ ვაკვირდებით ბირჟებზე სიტუაციას. რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კოორპორაციის 25%-ის ბირჟაზე განთავსებასთან დაკავშირებით. თუ იქნება შესაბამისი საბაზრო კონიუნქტურა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა შეეცდება მაქსიმალურად აითვისოს პრივატიზაციის კუთხით არსებული პოტენციალი.

ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: საქართველოში 2017 წელს პენსიები არ გაიზრდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ დღეისათვის უკვე მიმდინარეობს ინვესტორებთან მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ პროექტთან დაკავშირებით. ესენია: გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, ვაზიანის აეროპორტის სატვირთო ჰაბის დანიშნულებით გამოყენება, ახალი სამთო-საკურორტო ბაზების განვითარება გუდაურში და სხვა.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტში დღეს ეყრება კენჭი.

ყველა ახალი ამბავი
0