„ღვინის აღორძინება საქართველოს აღორძინებაა”: პრეზიდენტი გურჯაანში ღვინის ფესტივალს დაესწრო

© Sputnik / Denis Aslanovღვინის ფესტივალი გურჯაანში
ღვინის ფესტივალი გურჯაანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა კახური ტრადიციული ღვინო დააგემოვნა და ღვინის ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

თბილისი, 12 ოქტომბერი -  Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გურჯაანში ღვინის ფესტივალი დაიწყო >>

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, „ახტალას“ პარკში სახალხო ზეიმს და საწნახელში ღვინის დაწურვის პროცესს დაესწრო.

პრეზიდენტმა კახური ტრადიციული ღვინო დააგემოვნა და ღვინის ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„საქართველოს ისტორიაში აღორძინება ყოველთვის ვენახით იწყებოდა, როცა შემოვიდოდა დამპყრობელი, გაანადგურებდა ვენახს, ქართველი გლეხი ისევ ვენახის გასაშენებლად შრომობდა, რასაც მოჰყვებოდა ქვეყნის აღორძინებაც. დღესაც ღვინის და ვენახის აღორძინება საქართველოს აღორძინებაა. ღვინის სამშობლოს სახელი ჩვენ უკვე გავიტანეთ საზღვარგარეთ და ამ ზეიმსაც ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება. დღეს საქართველო ღვინის წარმოებაში მთავარი და წამყვანი ქვეყანაა - ყველაზე ძველი, ყველაზე საინტერესო და სამომავლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ ჩვენთან უკვე ვითარდება ბიოღვინის მრეწველობა, რადგან ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით რა სჭირდება მსოფლიოს მომავალში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვენახები საგურამოში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ში ყურძნის ქართულ ჯიშებზე ისაუბრებს

ღვინის ფესტივალი Gurjaani Wine Festival 2019 გურჯაანში დღეს გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და ვისკი - ათობით ყურძნის ჯიშისგან საავტორო რეცეპტებით დამზადებული ალკოჰოლური სასმელები.

Gurjaani Wine Festival ტარდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0