ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

კონტრდაზვერვის თანამშრომელი სამსახურიდან მობილური ტელეფონის ჩართვის გამო გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონტრდაზვერვის თანამშრომელი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ის შენობაში მეორედ დაინახეს ჩართული პირადი მობილური ტელეფონით.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სამსახურში პირადი მობილური ტელეფონის ჩართვის გამო რუსეთის კონტრდაზვერვის პოდპოლკოვნიკი მიხაილ სამოხინი სამსახურიდან გაათავისუფლეს, იუწყება რუსული მასმედია. 

Huawei-ს სმარტფონი - Sputnik საქართველო
აშშ Huawei-ს შპიონაჟში სდებს ბრალს: კომპანიას შეზღუდვები უწესდება

გავრცელებული ინფორმაციით, სამოხინმა დაარღვია წესი, რომელიც კრძალავს „უშიშროების ფედერალური სამსახურის ობიექტებზე უკაბელო კავშირის სააბონენტო მოწყობილობების გამოყენებას“.

ამ წესის თანახმად, უწყების ზოგი ქვედანაყოფის თანამშრომლები ვალდებული არიან, შენობაში შესვლისას ტელეფონები ჩააბარონ. თან მათ შეუძლიათ იქონიონ მხოლოდ ღილაკებიანი ტელეფონები, რომლებსაც არ გააჩნიათ ინტერნეტზე წვდომა და რომლებიც უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ არის სერტიფიცირებული.

მასმედია წერს, რომ სამოხინი ორჯერ დაინახეს ჩართული პირადი მობილურით. პირველ შემთხვევაში მას საყვედური გამოუცხადეს, ხოლო მეორედ კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0