პრესტიჟი და კარგი ხელფასი – განათლების სამინისტრო პედაგოგებისთვის ახალ პროგრამას ნერგავს

© Sputnik / Alexander Imedashviliპირველი გიმნაზია
პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული პროგრამა გადაამზადებს დამწყებ მასწავლებლებს და მათ კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარმოადგინა ახალი სპეციალური პროგრამა „მასწავლებლის ეროვნული სკოლა", რომელიც, ხელისუფლების ჩანაფიქრით, უნდა დაეხმაროს პრაქტიკოს-მასწავლებლებს, ასევე მათ, ვისაც სურს გახდეს მასწავლებელი.

მომზადება სკოლისთვის - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო სკოლის სახელმძღვანელოების სრულყოფას აპირებს

განათლების კომპლექსურ რეფორმას, რომელიც საქართველოში ახლა ხორციელდება, რამდენიმე მიზანი აქვს: პედაგოგებისთვის პირობების გაუმჯობესება, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება და პროფესიული ზრდისთვის მრავალმხრივი შესაძლებლობების გაჩენა.

„რეფორმის ფარგლებში სამინისტრო მიმართავს სრულ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს როგორც ახალ მასწავლებლებს, ასევე არსებულ, პრაქტიკოს-პედაგოგებს მეტი განვითარებისა და სტატუსის ამაღლებისათვის", – აცხადებენ უწყებაში.

საქართველოში სკოლის მასწავლებლები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები, მეორეზე – უფროსი მასწავლებლები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორები.

პრაქტიკოსი-მასწავლებელი, იმისთვის, რომ უფროსი პედაგოგი გახდეს, ვალდებულია წარმატებით ჩააბაროს გამოცდა საკუთარ საგანსა და პროფესიულ უნარებში (სურვილისამებრ - რედ.). კვალიფიკაციის ამაღლება პირდაპირ დაკავშირებულია მასწავლებლის ანაზღაურებასთან.

უფროსი პედაგოგები ყოველთვიურად 1011 ლარს იღებენ, წამყვანი მასწავლებლები – 1435 ლარს, მენტორები – 1745 ლარს. საქართველოს ხელისუფლება პირობას დებს, რომ მასწავლებლის ხელფასი 2020 წლამდე ყოველ შემოდგომაზე გაიზრდება.

განათლების უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში დაანონსებული სიახლეების შედეგად კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის მოქმედი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, რაც მასწავლებლების პრესტიჟის, მათი ანაზღაურების ზრდის და რეფორმის სხვადასხვა მიმართულების შედეგია.

გაკვეთილი სკოლაში - Sputnik საქართველო
საქართველოში ათი ათასი ახალი პედაგოგია დარეგისტრირებული

„რეფორმის მთავარი მიზანი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა ქალაქის, რაიონის და სოფლის სკოლებში. კვალიფიციური მასწავლებელი და ხარისხიანი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჯარო სკოლისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.

პროგრამა იძლევა საშუალებას, რომ გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.

მასწავლებლები შემდეგ საგნებში მომზადდებიან: ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები, ბიოლოგია, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, დაწყებითი განათლება (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება). მასწავლებლები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომელიც ხუთ მიმართულებას მოიცავს: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

ყველა ახალი ამბავი
0