საქართველოში ათი ათასი ახალი პედაგოგია დარეგისტრირებული

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიგაკვეთილი სკოლაში
გაკვეთილი სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატუსის ამაღლებისა და, შედეგად, უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი კიდევ 31 ათასმა მასწავლებელმა გამოთქვა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დარეგისტრირებულია ათი ათასი ახალი პედაგოგი, რომლებიც განათლების სისტემაში მუშაობას ახალი სასწავლო წლიდან შეუდგებიან, აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე.

სკოლებში პედაგოგთა დეფიციტია>>

მას შემდეგ, რაც სამინისტრომ განაცხადა, რომ ნოემბერში მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩაატარებს, უწყება დაადანაშაულეს იმაში, რომ სკოლის პედაგოგთა მასობრივ შემცირებას გეგმავდა.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პედაგოგებს ახალი წლიდან ხელფასი გაეზრდებათ

კერძოდ, პარტია „თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ კახა კუკავამ განაცხადა, რომ პედაგოგები არასაკმარისად ინფორმირებული არიან საგამოცდო საკითხებზე. მათ ასევე ხელისუფლებას მოუწოდეს, დარგის სპეციალისტებთან ერთად შეემოწმებინა გამოცდების ჩატარების სტანდარტი. სამინისტრომ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, დარეგისტრირებულ პედაგოგთა ასეთი მაღალი რიცხვი მისთვის დამაიმედებელია. ამასთანავე ბატიაშვილმა დაამატა, რომ პროფესიული სტატუსის ამაღლების სურვილი 31 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა.

„მეორე პარალელური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს განათლების სფეროში, არის პედაგოგების გამოცდები. გაზაფხულზე განხორციელდა პირველი ეტაპი და ძალიან ამაყები ვართ, რომ 31 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა სურვილი სტატუსის ამაღლების შესახებ. ახლა, როგორც ვიცით, მონაცემები დამუშავების სტადიაზეა. უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება შედეგები", – აღნიშნა ბატიაშვილმა.

სკოლა, პედაგოგი - Sputnik საქართველო
სკოლის დატოვების სურვილი პენსიონერი პედაგოგების ნახევარმა გამოთქვა

პედაგოგებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს შემოდგომის გამოცდებზე დარეგისტრირება, მიეცემათ გამოცდების ჩაბარებისა და სტატუსის ამაღლების კიდევ ერთი შესაძლებლობა. სტატუსის ამაღლებასთან ერთად გაუმჯობესდება მათი პირობები, დასძინა ბატიაშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგების პირობების გაუმჯობესება, რადგან ჩვენ ვერანაირ რეფორმასა და წინსვლაზე ვერ ვისაუბრებდით, თუ არ გადავდგამდით ისეთ ქმედით ნაბიჯებს, როგორიცაა მასწავლებლების სახელფასო ანაზღაურება", – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე - უფროსი პედაგოგები, მესამეზე - წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე - მენტორი მასწავლებლები.

მასწავლებელთა ხელფასების მატება

აგვისტოში განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების გაზრდას გეგმავდა. ახალი სასწავლო წლიდან უფროსი პედაგოგები მიიღებენ 1011 ლარს, წამყვანი პედაგოგები - 1435 ლარს, მენტორი მასწავლებლები - 1745 ლარს.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
მასწავლებლობის მსურველებმა უნდა იჩქარონ – განცხადებების მიღება სრულდება

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლები მეტი საგაკვეთილო საათით დაიტვირთებიან, მათ ხელფასი კიდევ უფრო მეტად გაეზრდებათ. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, ხელფასი საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ.

განათლების სამინისტროში პირობას დებენ, რომ პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და 2022 წლისთვის უფროსი მასწავლებელი 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებელი - 2135 ლარს, ხოლო მენტორი მასწავლებელი - 2445 ლარს მიიღებს.

სკოლების დანარჩენი თანამშრომლების ხელფასების მატება

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების გარდა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან საშუალოდ 20%-ით მოემატება ხელფასები საჯარო სკოლების ადმინისტრაციასაც: ტექნიკურ პერსონალს, სასკოლო ექიმებსა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს. ასევე გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც სკოლის უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს. მათი ხელფასის დანამატი 125 ლარს შეადგენს.

რას ჰპირდება განათლების მინისტრი საპენსიო ასაკის პედაგოგებს>>

ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებენ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების თანამშრომლებიც. რესურს-ცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და 1450 ლარს გაუტოლდება. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზარდება და 950 ლარს შეადგენს. 150 ლარით გაიზრდება პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ხელფასიც, ის 850 ლარს შეადგენს.

ახალგაზრდა კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
მასწავლებლები განვითარებას ახლებურად შეძლებენ

I-VI კლასებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების ხელშეწყობის მიზნით სკოლები ყოველთვე 600 ლარის ოდენობის თანხას მიიღებენ.

გარდა ამისა, სკოლები მიიღებენ დამატებით დაფინანსებას ფულადი პრემიების გასაცემად საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც სამსახურიდან წასვლას გადაწყვეტენ. როგორც ცნობილია, 6 ათასმა საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებელმა „მინიმალური კომპეტენციის" დასადასტურებლად სავალდებულო გამოცდის ჩაბარებას მსხვილი ფულადი თანხის აღება და სამსახურიდან წასვლა ამჯობინა.

განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმა ხუთ მიმართულებას მოიცავს - სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

ყველა ახალი ამბავი
0