თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით მარნეულის ჩაიხანაში, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე ზიანის განზრახ მიყენების“ მუხლით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.