ნაგვის შეგროვება სახალისოა: თბილისში პირველად „სუფთა თამაშები“ ჩატარდება

© Sputnik / Olga Kiknavelidzeნაგვის ურნები ბათუმში
ნაგვის ურნები ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ორიგინალურ და სასარგებლო თამაშზე იწვევენ

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ეკო-საგანმანათლებლო პროექტი Pаrki ar minda (პარკი არ მინდა) თბილისში პირველად 12 ოქტომბერს ჩაატარებს ნაგვის შეგროვების აქციას უჩვეულო სათამაშო ფორმატში „სუფთა თამაშები“ (Clean Games), უამბო „Sputnik-საქართველოს“ Parki ar minda-ს თანადამაარსებელმა ტატიანა რემნევამ.

სამედიცინო ნარჩენების უკანონო გადაყრისთვის ჯარიმა თორმეტჯერ იზრდება: კალაძის ინიციატივა >>

Clean Games - გასართობი ჯგუფური კვესტ-თამაშია, რომლის მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი ნაგვის შეგროვება. Pаrki ar minda-ს ქართული გუნდი დაუკავშირდა Clean Games-ის წარმომადგენლებს და საქართველოში „სუფთა თამაშების“ წარმომადგენლობის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.

„უკვე შვიდი სამკაციანი გუნდი შევკრიბეთ. მონაწილეები 12 წელს ზემოდ ასაკის უნდა იყონ. ველოდებით, რომ კიდევ რამდენიმე გუნდი შემოგვიერთდება. ჩვენი მთავარი მიზანია - უარის თქმა პლასტიკზე, ნაგვის შემცირება, ზრუნვა გარემოზე და ამ პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობა“, - გვიამბო ტატიანამ.

თამაშები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ორგანიზატორები ეძებდნენ დიდ ტერიტორიას, სადაც ყოველთვის ბევრი საყოფაცხოვრებო ნაგავია და რომელსაც წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი სტუმრობს. ამიტომ მათი არჩევანი თბილისის ზღვაზე შეჩერდა.

ნარჩენების გატანა - Sputnik საქართველო
თბილისს ნარჩენების მართვის გეგმა აქვს

„სუფთა თამაშების“ ერთ-ერთი მთავარი პრინციპია - ნარჩენების განცალკევებული შეგროვება. მონაწილეები შეაგროვებენ ცალ-ცალკე ტომრებში მინას, პლასტიკს, ალუმინის და შერეულ ნაგავს.

იმ ნაგავს, რომელიც დამუშავებას არ ექვემდებარება, კომპანია „თბილსერვისი“ გაიტანს, დანარჩენ შეგროვილ ნაგავს კომპანია Clean World-ის ნარჩენების სორტირების და შემდგომი გადამუშავების სადგურზე გადაიტანენ.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები ეკოლოგიურად სუფთა პრიზებს მიიღებენ.

პირველად Clean Games 2014 წელს გაიმართა. თამაში უკვე 10 ქვეყანაში ტარდება. სულ ამ ხნის განმავლობაში კილოტონაზე მეტი ნაგავია შეგროვილი.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური