თბილისს ნარჩენების მართვის გეგმა აქვს

© Sputnik / Levan Avlabreliნარჩენების გატანა
ნარჩენების გატანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში პირველად გაჩნდება ნაგვის მიწისქვეშა ურნები.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. თბილისის საკრებულომ დედაქალაქში ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა დაამტკიცა, ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

მოქმედების გეგმა ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დანერგვისთვის მომდევნო ხუთ წელზე გათვლილ დეტალურ ღონისძიებებს განსაზღვრავს.

ნაგვის ურნა - Sputnik საქართველო
ნაგვის ურნებს თბილისში მიწისქვეშ განათავსებენ

მოქმედებების გეგმა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მოწესრიგებული სისტემის განვითარებას, ნარჩენების სეპარირებას, სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვის მართვის გეგმას, ბიოლოგიური ნარჩენების მართვას და სხვ.

გარდა ამისა, გეგმა მოიცავს ცნობადობის ამაღლების ღონისძიებებს. ამ მიზნით თბილისში სხვადასხვა ადგილზე უკვე განთავსდა სტენდები და ურნები ნარჩენების სეპარაციისთვის. ასევე, ჭავჭავაძის გამზირზე, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, უკვე განთავსდა ნარჩენების სეპარაციისთვის მიწისქვეშა ურნები.

მოქმედებების ხუთწლიანი გეგმის პარალელურად მუნიციპალიტეტი მუშაობას იწყებს 15-წლიან სტრატეგიაზე, რომელიც ნარჩენების მართვის თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოდელის ხანგრძლივ პერსპექტივაში დანერგვას ითვალისწინებს.

ავტობუსების ზოლები შუა ნაწილში და დამალული ურნები - როგორი იქნება ახალი ჭავჭავაძის გამზირი>>

მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა თბილისის მერიამ USAID-ს პროგრამის „რეგიონებში ნარჩენების მართვის ტექნოლოგია" ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავა.

ყველა ახალი ამბავი
0