13:33 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე

ავტობუსების ზოლები შუა ნაწილში და დამალული ურნები - როგორი იქნება ახალი ჭავჭავაძის გამზირი

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1385)
56831

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკები განთავსდება.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ავტობუსების ზოლები სავალი ნაწილის შუაში განთავსდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

აღნიშნული სიახლე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრას“ გადაწყვეტილებაა. შესაბამისად იგეგმება ინფრასტრუქტურის მოწყობაც.

Ремонтные работы на проспекте Чавчавадзе в столице Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე

„ავტობუსის ზოლები ქუჩის შუა ნაწილში იქნება განთავსებული. შესაბამისად, ასევე მოეწყობა ინფრასტრუქტურა, თავისი გაჩერებებით, ამრიდი ზოლებით, ზებრა გადასასვლელებით, რათა ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ, შეძლონ გაჩერებიდან ქუჩის ერთ ან მეორე მხარეს გადასვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Ремонтные работы на проспекте Чавчавадзе в столице Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე

თბილისის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკები განთავსდება.

ჭავჭავაძის გამზირზე კიდევ ერთი სიახლე იქნება: ქუჩაზე ნარჩენების გადაყრა შესაძლებელი იქნება მიწისქვეშა კონტეინერებში, რომლებიც სპეციალურ პლატფორმაზე განთავსდება და იქნება დამალული.

Ремонтные работы на проспекте Чавчавадзе в столице Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე

მერიამ კომპანია Sistra-ს დაუკვეთა კვლევა, რომელმაც განსაზღვრა, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში. კვლევის ფარგლებში გაცემულია რეკომენდაციები ახალი სამარშრუტო სქემის შესახებ, ასევე ტრანსპორტის შესყიდვების სქემა და გეგმა.

Ремонтные работы на проспекте Чавчавадзе в столице Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე მაისის ბოლოს დაიწყო. დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ გამზირის გადაკეტვა ეტაპობრივად გადაწყვიტა. პირველ ეტაპზე ჩაიკეტა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის" შენობამდე მონაკვეთი, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.

Ремонтные работы на проспекте Чавчавадзе в столице Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე

სარემონტო სამუშაოები დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაახლოებით 2,5 კმ გზის მონაკვეთს და აღდგება გზის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრეები, პანდუსები და ბორდიურები. მოეწყობა ავტობუსების ზოლები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე სრულად შეიცვლება განათება.

თემები:
თბილისი დღეს (1385)

მთავარი თემები