„შმაქსი“ გამოძახებით მუშაობას იწყებს

გამოწერა
ოპოზიციონერები „შმაქსის“ პროექტის როგორც მომგებიანი ბიზნესის განვითარებას აპირებენ

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" „შმაქსის“ პროექტის განვითარებას და ამ სერვისის გამოსაძახებლად ქოლ-ცენტრის გახსნას გეგმავს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ტაქსების რეფორმა: თბილისელი ტაქსისტები დღეიდან ახალი წესებით იმუშავებენ >>

„შმაქსი“ ტაქსების ალტერნატივაა, სადაც მგზავრები იხდიან არა მგზავრობაში, არამედ ლექციების მოსმენაში. ამგვარად  ოპოზიციონერებს სურთ გვერდი აუარონ ახალ წესებს, რომლის მიხედვითაც თბილისში ტაქსის მანქანა უნდა იყოს თეთრი და მარცხენა საჭით. კომპანიის წესდებაში ნათქვამია, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროგრამა და ყველა მის მონაწილეს შეუძლია იმგზავროს ქალაქში ამოსაცნობი ნიშნებით და მგზავრები ქუჩაში აიყვანოს.

„დღეს ვაპირებთ „ქოლ-ცენტრის“ გახსნას, რომ შესაძლებელი იყოს „შმაქსის“ გამოძახება. ასევე დღეიდან დავარიგებთ პაკეტებს საგანმანათლებლო მასალებით და გავზრდით მათ რაოდენობას, რათა „შმაქსი“ განვითარდეს როგორც ბიზნესი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან მან კომენტარი გააკეთა ჯარიმებთან დაკავშირებით, რომელიც „შმაქსის“ მძღოლებს გამოუწერეს.

მეტეხი - Sputnik საქართველო
„მოდით, წიგნებზე ვისაუბროთ!“ – თბილისის ქუჩებში უფასო „ლიტერატურული ტაქსი“ მოძრაობს

„ყველა დაჯარიმებულმა „შმაქსისტმა“ დაარღვია მერიის ფორმალური წესები. მაგალითად, „შმაქსისტმა“ მანქანიდან მოხსნა ტრაფარეტი და ვერ დაამტკიცა, რომ „შმაქსისტია“. მსგავსი შემთხვევების გარდა, სისტემა „შმაქსის“ წინააღმდეგ ვერაფერს იზამს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ტაქსის რეფორმა

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში 9 ოქტომბრისთვის დადის А კატეგორიის 7,5 ათასი ტაქსი და В კატეგორიის 8,9 ათასი ტაქსი.

ყველა ახალი ამბავი
0