21:44 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
ვიდეო

ტაქსების რეფორმა: თბილისელი ტაქსისტები დღეიდან ახალი წესებით იმუშავებენ

მოკლე ბმულის მიღება
121 0 0
video : Sputnik / Anna Anastasiadi, Shota Nozadze, Vladimir Umikashvili

1 ოქტომბერს თბილისში ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის სისტემა ამოქმედდა, რომელსაც ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ითვალისწინებს.

ქალაქის მერის კახა კალაძის მიერ ინიცირებული ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან, ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპი კი A და B კატეგორიებიდან ერთ-ერთის სავალდებულო არსებობას გულისხმობს.

„ტაქსების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა. ვიღაც იტყვის, რომ რეფორმა არ შედგა. ესე იგი, გამოდის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ძველი მანქანებით მოძრაობის უფლება უნდა მიგვეცა, რომლებსაც საბურავები ძვრება და შავ ბოლს აფრქვევენ. მე კი ვფიქრობ, რომ რეფორმა შედგა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხს გაუმართავი ტაქსებით სარგებლობა მოუწევდა. და თქვენ იცით, რაც მოიტანა ამან“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ.

თბილისის მერიის მონაცემებით, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან ტექნიკური ინსპექტირება 70%-მა გაიარა, ხოლო 30%-მა მინიმალური ტექნიკური სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა.

მითითებული 70%-დან A კატეგორიაში 24% მოხვდა.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ამ ადგილებით აქამდე ყველა ტაქსი სარგებლობდა.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები