კახის რაიონში ბოლო 120 წლის განმავლობაში პირველად, საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა

© photo: Sputnikწირვა
წირვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საღვთო მსახურება ახლადამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში აღევლინა

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს ახლადამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში ბოლო 120 წლის განმავლობაში პირველად საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა, იუწყება პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა ალიევი საქართველოში მოიწვია

გავრცელებული ინფორმაციით, საუკუნეზე მეტი ხანი ტაძარი იყო უმოქმედო და ადგილობრივი ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობა მოითხოვდა რეგულარული წირვა-ლოცვის განახლებას, რასაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ.

პირველი საღვთო ლიტურგია ჩაატარა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ. საზეიმო წირვას ესწრებოდნენ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს საელჩოსა და ქალაქ განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ზურაბ პატარაძე წმინდა სამების ეკლესიის ეზოში ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას შეხვდა. წმინდა სამების ეკლესიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი.

ყველა ახალი ამბავი
0