ზურაბიშვილმა ალიევი საქართველოში მოიწვია

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი
სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში, კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლა გაიხსნა

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისში მოიწვია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ზურაბიშვილმა და ალიევმა ტელეფონით ორშაბათს ისაუბრეს.

დავით გარეჯი - Sputnik საქართველო
ვითარება დავით-გარეჯის ირგვლივ: ბოლო ცნობები

საუბრისას ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ კოლეგას კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნისათვის. კახის რაიონის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ეთნიკური ქართველები შეადგენენ.

„თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს აზერბაიჯანის, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში. დღეისათვის აზერბაიჯანი საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს 1,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 8,7%–ია.

საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანს სულ უფრო ხშირად სტუმრობენ >>

ორივე ქვეყანა ევროპის საბჭოს, ეუთოს, სუამისა და ბისეკის სრულუფლებიანი წევრია.

ყველა ახალი ამბავი
0