ვითარება დავით-გარეჯის ირგვლივ: ბოლო ცნობები

© Sputnik / STRINGERდავით გარეჯი
დავით გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტების სპეციალური ჯგუფი საზღვარზე არსებულ ვითარებას სწავლობს.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში სამთავრობო საექსპერტო კომისიის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე საექსპორტო ჯგუფები საზღვრის სადავო მონაკვეთებზე მუშაობას გააგრძელებენ.

დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
ორმხრივმა კომისიამ დავით-გარეჯში საველე სამუშაოები დაგეგმა

20 აგვისტოს სპეციალისტებმა დაათვალიერეს სოფელ ვახტანგისისა და დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოები. სამუშაოს შედეგები შემდგომი განხილვისთვის კომისიების თავმჯდომარეებს მიეწოდებათ.

ანალოგიური სამუშაოები ამ დღეებში საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზეა დაგეგმილი.

ვითარება დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ პერიოდულად იძაბება. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი - Sputnik საქართველო
რას ემსახურება დავით-გარეჯში დაწესებული შეზღუდვები: საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და მისი ნაწილი ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII–XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის – თამარ მეფე.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

ყველა ახალი ამბავი
0