გერმანიის პრეზიდენტი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

© photo: courtesy of Giorgi Kvirikashviliგერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრების გამართვას ორშაბათს დაიწყებს

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კვირას საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია - აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

შტაინმაიერი საქართველოში ჩამოვიდა მეუღლესთან, ელკა ბუდენბენდერთან ერთად.

შეხვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. შტაინმაიერი თავის კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს, შემდეგ კი - გაფართოებულ ფორმატში. შემდეგ საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ბერლინი - Sputnik საქართველო
გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა

შთაინმაიერი 7 ოქტომბერს ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. აგრეთვე გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შტაინმაიერის შეხვედრა ქართველ ბიზნესმენებთან, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრება.

უკვე საღამოს გერმანიის პრეზიდენტი თელავში გაფრინდება. კახეთში შტაინმაიერი გამართავს შეხვედრებს სტუდენტებთან, ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში დაათვალიერებს ალავერდის მონასტერს, რამდენიმე ღვინის ქარხანას და ირაკლი მეორის სასახლეს.

8 ოქტომბერს შტაინმაიერი ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ სიტუაციას გაეცნობა. კონფლიქტის ზონაში ვითარების შესახებ მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გერმანელი წარმომადგენლები ანგარიშს ჩააბარებენ.

ბუნდესტაგი - Sputnik საქართველო
საქართველოს რამდენი მოქალაქე გამოაძევეს გერმანიიდან

სალომე ზურაბიშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების რანგში უკვე მეორედ ხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა გაიმართა 2019 წლის თებერვალში, ბელვიუს სასახლეში, როდესაც ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფებოდა.

შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში საქართველოში სამჯერ არის ნამყოფი. ბოლოჯერ შტაინმაიერი თბილისში იმყოფებოდა 2016 წლის ივნისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

საქართველოს და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს. ქვეყნებს შორის გაფორმებულია დაახლოებით 50 ხელშეკრულება, მათ შორის ფინანსური თანამშრომლობის, თავდაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, დაბეგვრისა და ინვესტიციების წახალისების კუთხით.

ქვეყნებს შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები. 2018 წელს საქართველოსა და გერმანიას შორის ბრუნვამ შეადგინა დაახლოებით 482 მილიონი დოლარი, რაც 0,5% -ით მეტია, ვიდრე 2017 წელს.

ყველა ახალი ამბავი
0