„წარმატებით მოისმინეს“: ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ს სერტიფიკატი გადასცა

© Sputnik / Shota Nozadzeზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „გირჩზე“ ერთი წლის განმავლობაში ფარული მიყურადება ხორციელდებოდა

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „გირჩი - ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) სერტიფიკატი გადასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სერტიფიკატში წერია, რომ, „მათ წარმატებით მოისმინეს „გირჩის“ ზოგადსაგანმანათლებლო კურსი თავისუფლების შესახებ“.

საქმე 2018 წლის 20 ოქტომბერს გამართულ კანაფის ფესტივალს ეხება, რასთან დაკავშირებითაც „გირჩის“ 7 წევრი ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქმის მასალების გასაცნობად პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. „გირჩის“ წევრების თქმით, გამოძიებამ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთი წლის განმავლობაში მათზე ხორციელდებოდა ფარული მიყურადება, თუმცა კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინეს, საქმე კი დაიხურა.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შეუძლებელია, ამდენი ხნის განმავლობაში „გირჩს“ უსმინო და რამე აზრი არ გამოიტანო და რაღაც არ დაგრჩეს თავში. ეს გადავწყვიტეთ აღგვენიშნა და ამიტომაც მოვიტანეთ სერტიფიკატი“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ჯარიმას არ უშინდება: „გირჩი“ თბილისში ტაქსის რეფორმას ებრძვის

სუს-ის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა სერტიფიკატი არ ჩაიბარა, რის შემდეგაც ზურაბ ჯაფარიძემ ის ქუჩაში დატოვა.

გასული წლის 20 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე რვა დღით ადრე, „გირჩის“ ლიდერები თბილისში „კანაფის ფესტივალის“ გამართვას გეგმავდნენ. „დედაენის“ ბაღში ისინი და მათი მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ, თუმცა ღონისძიება ჩავარდა. პოლიციამ პერიმეტრი შემოსაზღვრა და ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს.

ჯაფარიძემ, რომელიც იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, პროტესტის ნიშნად მარიხუანის სრული ლეგალიზების მომხრეები შემოიკრიბა და რამდენიმე მათგანს დაურიგა „ჯოინთები“, სავარაუდოდ, მარიხუანის შიგთავსით. ამასთან მან განაცხადა, რომ დაკავების არ ეშინია. რამდენიმე წუთში პოლიციამ ის დააკავა, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.

„გირჩის“ ლიდერების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის წყალობით, საქართველოში მარიხუანის მოწევა ნებადართულია. ივლისში საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ და მარიხუანის მოხმარებისთვის დარჩენილი ერთადერთი სასჯელი - 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა.

მოგვიანებით შსს-მ შეიმუშავა ცვლილებები, რომელთა თანახმად მარიხუანის ლეგალური მოწევა ნებადართულია მხოლოდ სახლში, ისიც თუ ახლოს არ იმყოფებიან არასრულწლოვნები. პარლამენტმა კანონპროექტი უკვე მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0