თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „გირჩი - ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სპეციალურად დაარღვია ტაქსის მუშაობის ახალი წესები, ამისთვის დაჯარიმდა და ის თბილისის მერს შეპირდა, რომ რეფორმის გაუქმებას მიაღწევს.
ტაქსების რეფორმა: თბილისელი ტაქსისტები დღეიდან ახალი წესებით იმუშავებენ >>
სამშაბათიდან თბილისის ყველა ტაქსი უნდა იყოს ორი კატეგორიის - А და В. A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას.
სიახლით უკმაყოფილო ჯაფარიძე ერთი დღით პოლიტიკოსის ნაცვლად ტაქსის მძღოლად იქცა, თანაც ურჩ მძღოლად. ის მიუჯდა თავისი შავი მანქანის საჭეს, დააყენა ტაქსის ნიშანი და „სატაქსაოდ“ გავიდა. პირველივე აყვანილი მგზავრის შემდეგ პოლიციამ ის 200 ლარით დააჯარიმა.
„საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება – მოფიქრებული მაქვს კონკრეტული გზა, როგორ შეიძლება „გავღუნოთ" ეს რეგულაცია – კალაძე ამ ომს ვერ მოიგებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მერიის მონაცემებით, 26 ათასი ლიცენზირებული ტაქსიდან სავალდებულო ტექდათვალიერება გაიარა 70%-მა. მათგან მხოლოდ 24%-მა მიიღო А კატეგორია.
„ნუ გადადებთ!“ – თბილისის მერმა ტაქსის მძღოლებს რეფორმის შესახებ შეახსენა >>
B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.