სექს-სკანდალი თბილისში: საკრებულოს დეპუტატი თანაშემწეს ავიწროებდა

© photo: Ilia Jishkariani / FBილია ჯიშკარიანი
ილია ჯიშკარიანი - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პოლიტიკოსმა ის სცემა

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პოლიცია იძიებს შესაძლო ძალადობის და სექსუალური შევიწროების ფაქტს თბილისის საკრებულოს დეპუტატის მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანის მხრიდან მისი თანაშემწე ქალის მიმართ, იუწყება პირველი არხი.

სექს–სკანდალი საქართველოში: ტელეწამყვანი ჟურნალისტს სექსუალურად ავიწროებდა >>

მონიკა ლევინსკი - Sputnik საქართველო
ბილ კლინტონის სექს-სკანდალის შესახებ სერიალის პროდიუსერი მონიკა ლევინსკი იქნება

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს „ძალადობა“, „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება“ და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“. ამ დროისათვის პოლიციამ გამოკითხა დეპუტატი, დაზარალებული ქალი და სხვა პირები და ექსპერტიზა დანიშნა.

თავად დეპუტატი კომენტარებს არ აკეთებს. ხოლო დაზარალებული თამთა თოდაძე „მთავარი არხის“ ეთერში ყვება, რომ დეპუტატი მას სექსუალურად ავიწროებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან მას ურთიერთობაზე უარი უთხრა და დიალოგის გადაღება ტელეფონზე დაიწყო, ჯიშკარიანმა ის სცემა და ტელეფონი დაამტვრია.

სიტუაციით უკვე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დაინტერესდა.

„თუ ასეთი დანაშაული არის მომხდარი, სახელმწიფოს მხრიდან კანონი იქნება სრულად აღსრულებული. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ასეთი ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში იქნება სამაგალითო რეაგირება, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მკაცრად და ობიექტურად თავის მხარეს არსებულ კითხვებს აფასებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, რათა დადგინდეს, რა მოხდა სინამდვილეში.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური