მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბილ კლინტონის სექს-სკანდალის შესახებ სერიალის პროდიუსერი მონიკა ლევინსკი იქნება

© AFP 2024 / Noam Galaiმონიკა ლევინსკი
მონიკა ლევინსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერიალის პრემიერა 2020 წლის სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik.  პოპულარული ტელესერიალ „ამერიკული კრიმინალური ისტორიის“ მესამე სეზონის პროდიუსერი, რომლის თემაც აშშ–ის 42–ე პრეზიდენტ ბილ კლინტონის იმპიჩმენტის მცდელობა გახდება,  მონიკა ლევინსკი იქნება, წერს გაზეთი Washington Post–ი. 

ჰილარი და ბილ კლინტონი - Sputnik საქართველო
ჰილარი და ბილ კლინტონების გაყრა: სინამდვილე თუ დეზინფორმაცია

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ბილ კლინტონი აშშ–ის პრეზიდენტი  1993–2003 წლებში იყო. სკანდალი მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებით 1988 წელს გაღვივდა, როდესაც პრეზიდენტისა და თეთრი სახლის თანამშრომლის ურთიერთობის შესახებ ინფორმაციამ პრესაში გაჟონა, რამაც იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას მისცა საფუძველი, თუმცა, მოგვიანებით იმპიჩმენტის საკითხი გადაიდო.

ტელეშოუს ახალი სეზონი სახელწოდებით „იმპიჩმენტი: ამერიკული კრიმინალური ისტორია“ ჯეფრი ტუბინის წიგნზე „გრანდიოზული შეთქმულება: სექს-სკანდალი, რომელმაც კინაღამ პრეზიდენტი დაღუპა“ იქნება დაფუძნებული.

სერიალში მონიკას როლს მსახიობი  ბინი ფელდშტეინი შეასრულებს, ხოლო  თუ ვინ შეასრულებს ბილ კლინტონისა და მისი მეუღლე ჰილარის როლებს, ჯერჯერობით უცნობია.

მესამე სეზონის გადაღებები თებერვალში დაიწყება, პრემიერა კი 2020 წლის 27 სექტემბერაა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0