თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა ჰილარი კლინტონმა მეუღლესთან ბილ კლინტონთან გაყრის შესახებ განცხადება შეიტანა, იუწყება გამოცემა Christian Times Newspaper-ი.
გაზეთის ინფორმაციით, ჰილარის ადვოკატებმა ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტები 10 ნოემბერს გააგზავნეს. მოსარჩელე გაყრის მიზეზად „შეურიგებელ უთანხმოებას“ ასახელებს.
დოკუმენტების თანახმად, რომელსაც გამოცემა გაეცნო, წყვილმა ადრე მოილაპარაკა ცალ-ცალკე ცხოვრებაზე და ასევე გაყრის შემთხვევაში ქონების გაყოფაზე.
კლინტონები გარდაუვალი გაყრის თაობაზე კომენტარს არ აკეთებენ, აღნიშნავს Christian Times Newspaper-ი.
ამასთან, საქმიანი პორტალი DP.ru წერს, რომ კლინტონების გაყრის შესახებ ამბავი გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაციაა.
„გაზეთ Christian Times Newspaper-ის პორტალი ფეიკი აღმოჩნდა, რომელიც ნამდვილი საიტის დიზაინს აკოპირებს და თან მისამართის ველში სიტყვა newspaper-ს ამატებს. დოკუმენტის ასლიც, შესაბამისად, ყალბია“, — ნათქვამია პორტალის განცხადებაში.
ბილ და ჰილარი კლინტონები 1975 წლის 11 ოქტომბერს დაქორწინდნენ.