„მძიმე ბრალდებაა“: კალაძე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს ეხმიანება

გამოწერა
კალაძის თქმით, თუკი დადასტურდა გავრცელებული ბრალდება, ეს ყველასთვის ძალიან მძიმე იქნება.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რომელშიც საკრებულოს დეპუტატი, ისნის მაჟორიტარი ილია ჯიშკარიანი ფიგურირებს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადება გააკეთა, იუწყება პირველი არხი.

ილია ჯიშკარიანი - Sputnik საქართველო
სექს-სკანდალი თბილისში: საკრებულოს დეპუტატი თანაშემწეს ავიწროებდა

კალაძის თქმით, თუკი დადასტურდა გავრცელებული ბრალდება, ეს ყველასთვის ძალიან მძიმე იქნება.

„წარმოუდგენელია, ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. მას ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი, თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. მძიმე ბრალდებაა და დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს, ამას სჭირდება მტკიცებულებები და დაველოდოთ. თუ ვინმეს დანაშაული აქვს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. თუ დადასტურდა ეს, ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოლიცია იძიებს შესაძლო ძალადობის და სექსუალური შევიწროების ფაქტს თბილისის საკრებულოს დეპუტატის მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანის მხრიდან მისი თანაშემწე ქალის მიმართ.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს „ძალადობა“, „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება“ და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“. ამ დროისათვის პოლიციამ გამოკითხა დეპუტატი, დაზარალებული ქალი და სხვა პირები და ექსპერტიზა დანიშნა.

ბილ კლინტონის სექს-სკანდალის შესახებ სერიალის პროდიუსერი მონიკა ლევინსკი იქნება >>

თავად დეპუტატი კომენტარებს არ აკეთებს. ხოლო დაზარალებული თამთა თოდაძე „მთავარი არხის“ ეთერში ყვება, რომ დეპუტატი მას სექსუალურად ავიწროებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან მას ურთიერთობაზე უარი უთხრა და დიალოგის გადაღება ტელეფონზე დაიწყო, ჯიშკარიანმა ის სცემა და ტელეფონი დაამტვრია.

ყველა ახალი ამბავი
0